როდის გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდი ელოდება დამსვენებლებს აგვისტოში?

როდის გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდი ელოდება დამსვენებლებს აგვისტოში?

როდის გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდი ელოდება დამსვენებლებს აგვისტოში? - ამ კითხვით გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს, დოდო გვაზავას მივმართეთ. როგორც გვაზავამ გვითხრა, შავი ზღვის სანაპიროზე 3 აგვისტოდან გამოიდარებს.

"სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია, პირველ და ორ აგვისტოს იყოს ღრუბლიანი ამინდი. ღრუბლიანობიდან გამომდინარე შესაძლოა, იყოს ხანმოკლე წვიმა, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის დამსვენებლებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსი იქნება.

3 და 4 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. 5, 6, 7 აგვისტოს, ტემპერატურის კლება არ არის მოსალოდნელი, 28-30 გრადუსი შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით,- განაცხადა დოდო გვაზავამ.