ქუთაისელმა, აბიტურიენტმა ანანო ბაბუნაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
ინგლისურ ენაში 70-დან 70, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60, ხოლო მათემატიკის გამოცდაში 51-დან 51 ქულა მიიღო. ანანო ბაბუნაშვილი მე-11 სკოლის კურსდამთავრებულია.
დღეს, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უცხოურ ენებში გამოქვეყნდა.