"ისევ რეკორდი, ბიოლოგიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც ამ ოთხმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებები აიღეს… რა გოგოები, რა ექიმები გვეყოლება!“ - საკუთარი მოსწავლეების წარმატებაზე, ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ისევ რეკორდი ბიოლოგიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე. ჩემმა ამ ოთხმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებები აიღეს. საქართველოს მასშტაბით რა გოგოები, რა ექიმები გვეყოლება. ანი სურმავა 69. ნია მამულაიშვილი 68. მარიკო კარტოზია 68. ნინი ტოლიაშვილი 68 და სხვათა შორის, ნინი და მარიკო საქართველოში ერთადერთები არიან, ვინც ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც ასეთი მაგარი შედეგები დადეს “, – წერს გიორგი ღოღობერიძე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიის გამოცდის პირველადი შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.