ზესტაფონელმა ტყუპმა ძმამ, დათო და გიორგი ბარბაქაძეებმა მათემატიკის გამოცდაზე 51-დან 51-51 ქულა აიღეს. როგორც "ინფო იმერეთთან" ძმები ყვებიან, მაღალ ქულას ელოდებოდნენ და მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ძმები ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
"შედეგები რომ ვნახეთ, მე-9 ცაზე ვიყავით", - ამბობენ ისინი.