“უახლოესი კვირების განმავლობაში გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა გაძლიერდება, თუმცა პროცესის წარმატება გარანტირებული არ არის.
„ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო „წითელი ხაზები“ აქვს და ვიდრე ამ „წითელი ხაზებს“ მცირედით მაინც არ დავაახლოებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.