ამერიკელმა მუსიკოსმა Moby-მ 30 ივლისს საქართველოში კონცერტი გამართა. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა, რომლის ორგანიზატორი Flitz Collective იყო.
მუსიკოსმა მისი შთაბეჭდილებების შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნა. მისი თქმით, სახლიდან ასე შორს ჯერ არასდროს ყოფილა.
Moby-მ საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა:
“მე აქ ვარ, საქართველოში, თბილისში.
გავაცნობიერე, რომ სახლისგან ასე შორს ჯერ არსად ვყოფილვარ. ატამზე გაჩვენებთ დემონსტრაციას... (პირველი ნაკბეჩი) ეს არის თბილისი - (მეორე ნაკბეჩი) ეს არის ლოს-ანჯელესი.
ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიან ყველაზე შორს, სადაც აქამდე ვყოფილვარ.
თბილისი გეოპოლიტიკურად გამოწვევების მქონე ადგილას მდებარეობს. მაგალითად, უკრაინასთან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ. თუმცა აქ ძალიან ლამაზია, მშვენიერია და ჩემი სახლისგან ასე შორს ჯერ არასდროს ვყოფილვარ,“ - ამბობს მუსიკოსი თავის მიმართვაში.
ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა: Porcelain, Natural Blues, Why Does My Heart Feel So Bad? და Bodyrock.
კარიერის განმავლობაში Moby-მ 23 სტუდიური ალბომი გამოსცა, ხოლო მისი ჩანაწერების გაყიდვების რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. მუსიკოსი ექვსჯერ იყო „გრემის“ ჯილდოზე ნომინირებული, მიღებული აქვს BRIT Awards-ისა და MTV Europe Music Awards-ის არაერთი ჯილდო. მისი მუსიკა ჟღერს ათეულობით ფილმსა და ტელესერიალში.