გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული 33 წლის ბესო მიქელაძეა. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა, გავნადგურდით... ბესოს შვილის დაბადების დღე იყო, ერთი წლის გახდა, 8 წლის ნანატრი შვილი ჰყავს. მანქანით წავიდნენ, ადგილი არ იყო და თვითონ საბარგულზე ჩამოჯდა. ძალიან დიდი მეგობრობა რომ იცოდა, მაგიტომ ჩამოჯდა საბარგულზე. ტრაგედია სახლთან ახლოს მოხდა. დაიღუპა და დაგვღუპა ყველა," - ამბობს ახლობელი.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feleganti123%2Fposts%2Fpfbid0ujhHfTF8dD7Zz8xsrSZffNqnoCRKgouGbwDtgzdcFH22eMT2Pa7wXi1UnJuJJsybl&show_text=true&width=500" width="500" height="718" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>