რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას ქუთაისელი აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას ქუთაისელი აბიტურიენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

"უმეტეს საგანში ველოდებოდი მაღალ შეფასებებს, მაქსიმალურს ნამდვილად არა," - ამბობს "ინფო იმერეთთან" ქუთაისელი აბიტურიენტი, ანანო ბაბუნაშვილი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო.

როგორც ანანო ამბობს, ის სწავლას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.

ინგლისურ ენაში 70-დან 70, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60, ხოლო მათემატიკის გამოცდაში 51-დან 51 ქულა მიიღო. ანანო ბაბუნაშვილი მე-11 სკოლის კურსდამთავრებულია.