ჯარედ ლეტოს სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ჯარედ ლეტოს  სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ჯარედ ლეტოს 41 წლის ბარმენმა, გრეისლიზა აკერსმა ახალი ბრალდება წუაყენა. ის ამტკიცებს, რომ ოსკაროსანი მსახიობი და მუსიკოსი მას საკუთარ მანქანამდე მას შემდეგაც გაჰყვა, რაც ქალმა არაერთხელ უთხრა უარი მასთან ერთად ღამის გატარებაზე.

გრეისის ისტორია კიდევ ოთხი ქალის ჩვენებას მოჰყვა, რომლებმაც მსახიობი სექსუალურ შევიწროვებასა და ძალადობაში დაადანაშაულეს. ლეტო ყველა ბრალდებას უარყოფს.

41 წლის გრეისლიზა აკერსმა Page Six-ის გამოცემას განუცხადა, რომ ლეტო მას 2011 წლის აპრილში, The Orbit Room-ის ბარში მუშაობისას, მისი ჯგუფის, 30 Seconds to Mars-ის, გამოსვლის შემდეგ შეხვდა. აკერსის თქმით, ლეტომ ის საღამოს შენიშნა და მასთან ვიღაც გაგზავნა, რომ თავის გასახდელში დაეპატიჟებინა. აკერსის თქმით, ის მალევე მიხვდა, რომ მსახიობს მასთან "მხოლოდ საუბარი არ სურდა": "მივხვდი,რომ ის მხოლოდ 1 ღამით გართობას გეგმავდა, რაზეც არ ვიყავი თანახმა",- აცხადებს ქალი.

მისივე თქმით, ლეტო გაღიზიანდა, როცა ქალმა შეთავაზებული სასმლის დალევაზე უარი თქვა, რადგან სახლში მანქანით უნდა დაბრუნებულიყო.

"ის მეხებოდა, თმაზე მეთამაშებოდა, ხელები წელზე და თეძოებზე ჰქონდა შემოხვეული და ხელის ჩაკიდებას ცდილობდა", - ამბობს აკერსი. "მე კი ვფიქრობდი, როცა არას გეუბნებიან, უნდა მიხვდე". როცა აკერსმა წასვლა დააპირა, მათი საუბარი დაპირისპირებაში გადავიდა. "ის კიდევ უფრო გაღიზიანდა, ცდილობდა რომ მისკენ მივეწიე". აკერსის თქმით, ლეტო შემდეგ გარეთაც გაჰყვა.

ჯარედ ლეტო და მისი ბენდი 30 Seconds to Mars-ი 2016 წლის აპრილში The Orbit Room-ის ბარში უკრავდნენ

"ჩემს მანქანამდე მომყვებოდა, შემდეგ კუთხეში მომიქცია, მანქანაში ჩაჯდომას ვცდილობდი. მეუბნებოდა, რომ მეტჯერ ვეღარ ვნახავდი და ერთი ღამე ერთად უნდა გაგვეტარებინა, რის შემდეგაც მის ავტობუსში წამიყვანდა საჭმელად. ისე მომიმწყვდია, რომ განძრევას ვერ ვახერხებდი".

აკერსის თქმით, მან ლეტოს უთხრა, რომ თავს არაკომფორტულად გრძნობდა და სახლში უნდოდა წასვლა. რის შემდეგაც ასეც მოიქცა. "წასვლის შემდეგაც არ მომასვენა, უამრავი შეტყობინება გამომიგზავნა და უკან დაბრუნებას მთხოვდა",- ამბობს აკერსი გამოცემასთან.

ქალის თქმით, ლეტო მას 2 თვის შემდეგაც დაუკავშირდა და სარკეში გადაღებული სელფი გაუგზავნა, რომელშიც ის წელს ზევით შიშველი იყო: "ეს იყო სელფი სარკეში. მას წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული". ტექსტში მხოლოდ ოთახის ნომერი და მისამართი მომწერა, მეუბნებოდა, რომ უნდა მეჩქარა და მასთან მივსულიყავი. აკერსის თქმით, მან ლეტოს მესიჯს ასე უპასუხა: "მე გრანდ რეპიდსში, მიჩიგანში ვარ. ეს მესიჯი არასწორ გრეისს გაუგზავნეთ".

ლეტომ ყველა ბრალდება უარყო:

"მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არავისზე მიძალადია სექსუალურად“, - განაცხადა მსახიობმა. "ეს ბრალდებები აბსოლუტურად და კატეგორიულად მცდარია".

წყარო: pagesix.com/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა