"მე რომ გავჩნდი მამაჩემი იყო 70 წლის, ჩემი და რომ დაიბადა - 74-ის.... ჩემი უფროსი ძმა 72 წლის არის" - რას ჰყვება ქართველი მომღერალი, ირმა არავიაშვილი?

"მე რომ გავჩნდი მამაჩემი იყო 70 წლის, ჩემი და რომ დაიბადა - 74-ის.... ჩემი უფროსი ძმა 72 წლის არის" - რას ჰყვება ქართველი მომღერალი, ირმა არავიაშვილი?

მომღერალი და სტუდია "პატრიოტის" დამფუძნებელი, ირმა არავიაშვილი "პალიტრავიდეოსთან" ინტერვიუსში ამბობს, რომ როცა ის დაიბდა მამამისი 70 წლის იყო. იხსენებს, რომ ბავშობაში მამის ასაკის გამო ბულინგის მსხვერპლი არასდროს ყოფილა. ასაკის მიუხედავად, მამასთან ძალიან მეგობრობდა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველა წარმატება მამის დამსახურებაა.

"მე რომ გავჩნდი მამაჩემი იყო 70 წლის, ჩემი და რომ დაიბადა - 74 წლის.... მყავს ნახევარი და-ძმები. ჩემი უფროსი ძმა 72 წლის არის. დაახლოებით, ბებია-ბაბუის ასაკის. ბავშობაში ყველას უკვირა მამაჩემის ასაკი, მაგრამ ისეთი ბავშვი ვიყავი უცნაური, რომ ჩემს გარდა ყველა უცნაური მეგონა და ეს ფაქტი არაფრად მიმაჩნდა.

ახლაც ხშირად მეკითხებიან რათ უნდა მამაჩენს ასაკში შვილი? იმიტომ რომ ვარ ახლა და არის ჩემი შვილი. ბედისწერის ამბავია," - ამბობს ირმა არავიაშვილი.

ირმა ამბობს, რომ მის მშობლებს 1994 წელს ჯანმრთელი ვაჟი შეეძინათ, თუმცა მე-3 დღეს სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა. ირმა ფიქრობს, რომ მისი ძმა გაყიდეს.

"ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება რომ დაეკრძალათ. სამშობიარომ შესთავაზა, რომ ბავშვთა სასაფლაოზე დაკრძალავდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ პირველ სამშობიაროდან ბავშვებს ყიდდნენ და არც ბავშვთა სასაფლაო არ ჰქონიათ. ყველაფერი იყო ტყუილი. ახლა გენეტიკური ტესტი უნდა გავიკეთოთ. მჯერა, რომ ცოცხალია," - ამბობს ირმა არავიაშვილი.