ავტორი:

ძირითადი ქონება მეუღლის სახელზე, 215 ათას ლარზე მეტი წლიური ხელფასი - როგორია ვანო ზარდიაშვილისა და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა

ძირითადი ქონება მეუღლის სახელზე, 215 ათას ლარზე მეტი წლიური ხელფასი - როგორია ვანო ზარდიაშვილისა და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დანიშნა დავით ვარდიაშვილი.

“მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა”, - წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.

გავრცელებულ ინფორმაციას ზარდიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ ადასტურებენ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” პრესსამსახურში და აცხადებენ, რომ ის შვებულებაში იმყოფება.

ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი.

ვანო ზარდიაშვილმა, როგორც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისის თვეში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2025 წელს დაინიშნა. მანამდე, 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში, 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2019-2020 წლებში შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილე...განაგრძეთ კითხვა