ავტორი:

ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - დრამატული კადრები საბერძნეთიდან და ვითარება ევროპის ქვეყნებში, სადაც ტყის ხანძრებს ებრძვიან

ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - დრამატული კადრები საბერძნეთიდან და ვითარება ევროპის ქვეყნებში, სადაც ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

• გამოცემის ცნობით, დაღუპულები არიან დანიელი პილოტი და ბერძენი სახანძრო სამსახურის ოფიცერი. მეორე ვერტმფრენში მყოფი ბრიტანელი პილოტი და ბერძენი კოორდინატორი კი გადარჩნენ.

ათენიდან დაახლოებით 65 კილომეტრში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება Bell-ის ტიპის ერთ-ერთი ვერტმფრენი მეორე ვერტმფრენის როტორს. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთ ვერტმფრენს ცეცხლი ეკიდება და ხევში ვარდება, ხოლო მეორე ავარიულ დაშვებას ახერხებს.

🔴 Two Bell 214ST firefighting helicopters collided mid-air while battling a major forest fire in the Psatha area, west of Athens, Greece, triggering a search and rescue operation.

✈️ Aircraft involved: One helicopter was Bell 214ST N511EV (serial 28105, built in 1982), while… pic.twitter.com/Jwd3qpLAfj
— FL360aero (@fl360aero) August 2, 2026

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ავსტრალიური კომპანია McDermott Aviation-ისგან იჯარით აღებული Bell-ის ტიპის ორი ვერტმფრენი ერთმანეთს მაშინ შეეჯახა, როდესაც ატიკა-ბეოტიის საზღვარზე გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

• ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე კვირებია ტყის ხანძარს ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში.

საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა.

ასევე, ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში ვითარება კვლავ გაუარესდა.

საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, რის გამოც 2500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ესპანეთის დედაქალაქის გარშემო ვითარება სტაბილური გახდა, თუმცა მეხანძრეები ლეონის პროვინციაში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ატიკისა და ევბეის რეგიონების მოსახლეობა ტყის ხანძრების რისკების შესახებ გააფრთხილა.

ბეოტიის რეგიონში ტყის ხანძარს 300-ზე მეტი მეხანძრე, 92 სახანძრო მანქანა, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი ებრძვის.