ავტორი:

კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის არდადეგების ამსახველი კადრები - რა არის ცნობილი წყვილის მომავალ ქორწილზე (ფოტოები)

კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის არდადეგების ამსახველი კადრები - რა არის ცნობილი წყვილის მომავალ ქორწილზე (ფოტოები)

მალე კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესისი ქორწილი გაიმართება. ოფიციალური თარიღი მედიისთვის უცნობია. ქორწილამდე კი ჯორჯინამ სოციალურ ქსელში ოჯახური დასვენების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა

  • The Sun-ის ინფორმაციით, წყვილი ფუნშალის საკათედრო ტაძარში იქორწინებს, რის შემდეგაც სტუმრების მიღება Savoy Palace-ში გაიმართება.

ფუნშალი კრიშტიანუ რონალდუს მშობლიური ქალაქია. სწორედ აქ დაიბადა ფეხბურთელი, რომლის პატივსაცემად ქალაქში ბრინჯაოს ქანდაკებაა აღმართული და მის სახელს ერთ-ერთი სასტუმროც ატარებს.

რონალდუსთვის მშობლიურ ქალაქში დაქორწინებას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

  • ქორწილამდე კი წყვილი შვილებთან ერთად ისვენებს/ ჯორჯინამ Instagram-ზე ოჯახური მოგზაურობის ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ კრიშტიანუს უფროს ვაჟთან, რონალდუ ჯუნიორთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.

რონალდუსა და ჯორჯინას ორი საერთო ქალიშვილი – ალანა და ბელა ჰყავთ. ფეხბურთელი ასევე ტყუპის, ევა მარიასა და მატეოს მამაა, რომლებიც სუროგაციის გზით შეეძინა.

  • სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია ვრცელდება ხელოვნური ინტელექტით გადაღებული ფოტოები, სადაც თითქოსდა, ჯორჯინასა და რონალდუს ქორწილია აღბეჭდილი, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ოფიციალურად წყვილს ჯერ არ უქორწინია.

რონალდუმ ჯორჯინას ხელი 2025 წლის აგვისტოში, რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ სთხოვა. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს შეხვდა, როდესაც ჯორჯინა მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა.

წყარო