ავტორი:

ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძემ ციხიდან წერილს აქვეყნებს და მადლობას უხდის მხარდამჭერებს, ახლობლებს, მეგობრებს დაბადების დღის მილოცვისთვის.

"ციხის კედლებში, სადაც უსამართლოდ გამომკეტა ივანიშვილის რეჟიმმა, ორმაგად სასიხარულო ყოფილა ამდენი მოლოცვის მიღება.

ყურადღება რომელიც ჩემ დაბადების დღეს ვიგრძენი, ბრძოლის ჟინს კიდევ უფრო მიმძაფრებს და მაძლევს განცდას, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველა, ყველას, ყველას ვისაც გახსოვართ!!!

ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს, ჟურნალისტებს...

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ღირსეულ და თავდადებულ ადამიანებს გიორგი თარგამაძეს, ინგა გრიგოლიას, და სოფო ზურაბიანს, ეკრანიდან თქვენი მოლოცვა და გამოჩენილი ყურადღება სასიამოვნო მოსასმენი იყო. მადლობა! მწამს, რომ ძალიან მალე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად გამარჯვებულები თავისუფლებაზე შევხვდებით. რუსული რეჟიმი ივანიშვილის თაოსნობით უნდა დამარცხდეს!", - წერს კასრაძე.

  • ცნობისთვის, ვეფხია კასრაძე ერთ-ერთია 2024 ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს შორის. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე და 2 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.