ავტორი:

ბრუკლინის ხიდიდან შიშველი მამაკაცი გადმოხტა და სასწაულებრივად გადარჩა (ვიდეო)

ბრუკლინის ხიდიდან შიშველი მამაკაცი გადმოხტა და სასწაულებრივად გადარჩა (ვიდეო)

ნიუ-იოკში, ბრუკლინის ხიდიდან, რომლის დაკიდული კოშკურების სიმაღლე დაახლოებით 85 მეტრს შეადგენს, შიშველი მამაკაცი გადახტა. პოლიციის თანამშრომლებმა აბაილდაევი წყლიდან სწრაფად ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გადაღებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ მიცოცავს იგი ქალაქის კულტურული ღირშესანიშნაობის ჩრდილოეთ კოშკურაზე, შემდეგ ტანსაცმელს იხდის და მანჰეტენის მხარეს, ისტ - რივერში (East River) ხტება.

როგორც წყაროებმა “The Post“ -ს განუცხადეს, 44 წლის მამაკაცმა გადახტომამდე ხიდის მწვერვალზე რამდენიმე დროშა აღმართა, მათ შორის ყაზახეთის.

სამართალდამცველების ინფორმაციით, აბაილდაევს ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინა.

წყარო