ტელაწმყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, შოვის ტრაგედიიდან სამი წლის გასვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"მომხდარიდან ორ თვეში აღარ ვლაპარაკობდით შოვზე. ერთ დღეს, დასასვენებლად წასული 34 ადამიანი ტალახში დაიხრჩო. სხეულის ნაწილების პოვნა უხაროდათ ოჯახებს საფლავები რომ ჰქონოდათ. ერთი ბიჭი დაკარგულად ითვლება ამ დრომდე. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგვმართნოდა, მაგრამ ამასაც კი მოერია პროპაგანდა. ვინც კითხვებს სვამდა ყველა ტალახში ამოსვარეს. გლოვაში მყოფი, სასოწარკვეთილი ოჯახის წევრები “გიჟებად” გამოაცხადეს. თუ ვინმემ იკითხა, სად იყო ვერტმფრენი, შსს გვიან რატომ ჩაერთო, შეირაცხა მოღალატედ, რომელიც იყენებდა ტრგედიას. დავნებდით. განა ვინმეს ვსაყვედურობ, მეც მომერია პროპაგანდა. პროპაგანდა თუ გადავტეხეთ აღარ შეგვრცხვება, როგორც მე მცხვენია დღეს, რომ მაშინ მომერია," - წერს ჟორჟოლიანი.