მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - ინფორმაციას „მარნეულინიუსი“ ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.