ბრიტანელი ქალის მკვლელობის საქმეზე, რომლის ცხედარიც ათენში, ჩემოდანში იპოვეს, საბერძნეთის პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი შოტლანდიელი, 38 წლის ელისაბედ-ჯეინ როსია. იგი საბერძნეთში 26 ივნისს ჩავიდა და 10 ივლისამდე პირეოსის რაიონში, მეგობრის სახლში ცხოვრობდა. მისი კვალი ათენის ტერიოტიდაან ქრება.

ოჯახის წევრების თქმით , 15 ივლისს როისმა მათ შეატყობინა, რომ კიფსელიში მიდიოდა, სადაც მისი “ამერიკელი მეგობრები“ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შედეგად შეძლო.

“დადგინდა, რომ 26 წლის მამაკაცმა ცხედარი ჩემოდანში მოათავსა და მიტოვებულ შენობაში გადაიტანა. გარდა ამისა, მომდევნო დღეებში მან მსხვერპლის საბანკო ბარათები გამოიყენა და ანგარიშიდან თანხები გამოიტანა“, - ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში
მსხვერპლის თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირებაში საბერძნეთის პოლიციას აშშ-ის ინტერპოლის სამსახური, ასევე დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოსა და შოტლანდიის პოლიციის წარმომადგენლები დაეხმარნენ.