"რუსი არ არის ცივილიზებული ტურისტი და ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, იქ, სადაც ჩადის რუსი ტურისტი, ცივილიზებულ ტურისტებს აღარ აქვთ სურვილი, მათ გვერდით დაისვენონ“ - ცოტნე ჯაფარიძე

"რუსი არ არის ცივილიზებული ტურისტი და ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, იქ, სადაც ჩადის რუსი ტურისტი, ცივილიზებულ ტურისტებს აღარ აქვთ სურვილი, მათ გვერდით დაისვენონ“ - ცოტნე ჯაფარიძე

"რუსი არ არის ცივილიზებული ტურისტი და ამას ხაზგასმით ვამბობ. იქ, სადაც მასობრივად ჩადის რუსი ტურისტი, დასავლეთ ევროპელ და ზოგადად, ცივილიზებულ ტურისტებს აღარ აქვთ სურვილი, მათ გვერდით დაისვენონ“, - ამის შესახებ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ტურისტებად საერთოდ არ უნდა ჩამოდიოდნენ, რადგან ქვეყნის ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

"ზოგადად, რუსეთის მოქალაქეები ნამდვილად არ უნდა ჩამოდიოდნენ იმ ქვეყანაში, რომელიც მათი სახელმწიფოს მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩემი მოსაზრება და მიმაჩნია, რომ ჯანსაღი მოსაზრებაა, რადგან ოკუპანტს მის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში არაფერი ესაქმება.

ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავენ რუსი ტურისტები მოგზაურობისას, ცნობილი ფაქტია, საერთაშორისო სტატისტიკაც ამას გვეუბნება, რომ რუსების დანახარჯები ბევრად ჩამოუვარდება, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპელების დანახარჯებსაც კი.

ამასთან, იქ, სადაც მასობრივად ჩადის რუსი ტურისტი, იმ ადგილებს, ზოგადად, იმიჯი შერყეული აქვს. ამას ძალიან მარტივად და მოურიდებლად ვამბობ, რადგან რუსი არ არის ცივილიზებული ტურისტი და ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, იქ, სადაც ჩადის რუსი ტურისტი, ცივილიზებულ ტურისტებს აღარ აქვთ სურვილი, მათ გვერდით დაისვენონ..

როგორ იქცევიან და როგორია მათი დამოკიდებულება სხვების მიმართ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ეს ფაქტი დადასტურდა კიდეც ცოტა ხნის წინ საქართველოში, კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო.

ასე რომ, ჯერ ერთი, სხვებთან შედარებით საკმაოდ ცოტას ხარჯავენ და ბევრსაც რომ ხარჯავდნენ, ნამდვილად არ არიან სასურველი ტურისტები თავიანთი დაბალი შეგნების და კულტურიდან გამომდინარე.

ზოგადად ჩემი მოსაზრებაა, რომ თუ შემოსვლის შესაძლებლობა ეძლევათ, უნდა მოქმედებდეს სავიზო პროცედურები, უნდა ჰქონდეთ საკმაოდ მოკლე, შეზღუდული ვიზიტები და ორ კვირაზე მეტხანს დარჩენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ტურისტი ერთი ან ორი კვირით გამიგია, მაგრამ ტურისტი არ არის ის, ვინც ჩამოდის და აქ წლები რჩება“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ. განაგრძეთ კითხვა...