“იმედია აღმოჩნდება მამაო, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შურისძიებისგან და ქრისტიანულად მოექცევა ქართველ მებრძოლს” - ნანუკა ჟორჟოლიანი

“იმედია აღმოჩნდება მამაო, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შურისძიებისგან და ქრისტიანულად მოექცევა ქართველ მებრძოლს” - ნანუკა ჟორჟოლიანი

"უკრაინაში, ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ულამაზესი და უკარგესი შვილის გარდაცვალების ამბავი რომ გააგებინეს. საპატრიარქომ შვილის ეკლესიიდან გასვენებაზე უარი უთხრა," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

ტელეწამყვანი იმედს გამოთქვამს, რომ გამოჩნდება სასულიერო პირი, რომელიც ქართველ მებრძოლს "ქრისტიანულად მოექცევა".

"არსებობს ასეთი კაცი, ზაალ ლატარია.

დამოუკიდებელი საქართველოს, ყველა ომის მებრძოლი.

მთელ სხეულზე ტყვიების ჭრილობები აქვს.

შეაბერდა რუსთან ბრძოლას.

უკრაინაში, ბრძოლის წინა ხაზზე იყო, ულამაზესი და უკარგესი შვილის გარდაცვალების ამბავი რომ გააგებინეს.

საპატრიარქომ შვილის ეკლესიიდან გასვენებაზე უარი უთხრა.

ძალიან სირცხვილია მეგობრებო.

ბოლომდე არავინ იცის გარდაცვალების მიზეზი.

თვითმკვლელობა ნამდვილად არ ყოფილა. ეს სადაოც არაა.

უკავშირებენ ნაყოფის შეწყვეტის გართულებას.

იმედია აღმოჩნდება მამაო, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შურისძიებისგან და ქრისტიანულად მოექცევა ქართველ მებრძოლს.

ზაალმა უნდა იცოდეს რომ ამ წუხილში მარტო არაა," - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, უკრაიმაში მებრძოლმა ქართველმა, ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ მას ეკლესიებმა უარი უთხრეს გარდაცვლილი ქალიშვილის დასვემებაში:

"ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი - თავისუფლების ქუჩა 15..."