შერეული ორთაბრძოლების (MMA) ბრაზილიელი მებრძოლი, ალან ნასიმენტო 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. UFC-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სპორტსმენი 3 აგვისტოს, დილით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, ძილში გულის შეტევა დაემართა.
ნასიმენტო UFC-ს 2021 წელს შეუერთდა. მისი ბოლო ორთაბრძოლა ივნისში გაიმართა, სადაც მიტჩ რაპოსოსთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
კარიერის განმავლობაში ალან ნასიმენტომ MMA-ში 22 გამარჯვება და 7 მარცხი დააგროვა, ხოლო UFC-ში მას 4 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა.