ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქამდე: ავტობუსით მგზავრობის დაგეგმვა

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქამდე: ავტობუსით მგზავრობის დაგეგმვა

ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ მოხვდეს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მარტივად და ზედმეტი დაბრკოლების გარეშე.

ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში. მხოლოდ იანვარში მგზავრთა რაოდენობამ 138 ათასს გადააჭარბა.

აეროპორტი ქალაქიდან მოშორებით მდებარეობს. ამიტომ, მგზავრობის წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

აქ გადაადგილების ყველაზე გავრცელებული საშუალება ავტობუსია. აეროპორტს რამდენიმე გადამზიდი ემსახურება, მათ შორის Georgian Bus, Omni Bus და Metro Georgia. მათი რეისები მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ფრენების განრიგის მიხედვით სრულდება. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია ქუთაისი–თბილისი და ქუთაისი–ბათუმი.

Georgian Bus ერთ-ერთი იმ სატრანსპორტო კომპანიათაგანია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დადის. მისი ავტობუსები უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიიდან გადის, რაც მგზავრს დამატებით დროსა და ენერგიას უზოგავს, რადგან ჩამოსვლისთანავე ტრანსფერზე გადაჯდომა მარტივია.

მართალია, ბილეთის ყიდვა ადგილზეც შესაძლებელია, თუმცა ფრენის შემდეგ მგზავრისთვის სალაროსთან რიგში დგომა და თავისუფალი ადგილის ძებნა დისკომფორტთან ასოცირდება. თუ გავითვალისწინებთ მზარდ მოთხოვნას, დიდი შანსია, სასურველ დროს ბილეთის ყიდვა ადგილზე ვერ მოახერხოთ და საათობით მოგიწიოთ ლოდინი. წინასწარ, ონლაინ შეძენის შემთხვევაში კი, მგზავრობის დეტალების დაზუსტება ჯერ კიდევ გამგზავრებამდეა შესაძლებელი.

Biletebi-ის ონლაინ პლატფორმა ამ პროცესს საგრძნობლად ამარტივებს. ერთ სივრცეში ირჩევთ სასურველ მიმართულებას, თარიღსა და გამგზავრების დროს, ამოწმებთ თავისუფალ ადგილებს და ყიდულობთ ბილეთს. მგზავრი წინასწარ ხედავს, თუ რომელ რეისზეა დარჩენილი ადგილი, ჩამოსვლის შემდეგ კი, სალაროსთან შეყოვნების გარეშე, ავტობუსში ადის.

მგზავრობის წინასწარ დაგეგმვა პრაქტიკული გადაწყვეტილებაა. სასურველია, სადგურზე გამგზავრებამდე 15 წუთით ადრე მიხვიდეთ, რათა ადგილი მშვიდად დაიკავოთ. დიდი ზომის ბარგი ავტობუსის საბარგულში თავსდება, ხელბარგი კი სავარძელთან ახლოს შეგიძლიათ, დაიტოვოთ. ელექტრონული ბილეთი მგზავრობისას თან უნდა გქონდეთ.

ტრანსფერის დაგეგმვისას უმჯობესია, biletebi.ge-ზე სხვადასხვა ვარიანტი ერთმანეთს შეადაროთ. თუ თბილისსა ან ბათუმში გამგზავრება გსურთ, ავტობუსის ბილეთების გარდა, აქ მატარებლის ბილეთების ყიდვაც შესაძლებელია.

სასიამოვნო მოგზაურობა მაშინ იწყება, როცა გზას წინასწარ გეგმავთ და დანიშნულების ადგილზე ჩასულს ზედმეტი გაურკვევლობა აღარ გელოდებათ. სწორედ ამიტომ, ქუთაისის აეროპორტიდან ტრანსფერის წინასწარ დაჯავშნა მგზავრობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის.

R