ფრანგმა მოდელმა თაილენ ბლონდომ, რომელსაც Vogue Enfants-მა წლების წინ "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა“ უწოდა, ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ თავისი განსაკუთრებული საქორწილო კაბის შექმნის ისტორია გაუზიარა საზოგადოებას.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბლონდომ აღნიშნა, რომ ამ ბრენდის საქორწინო კაბის ჩაცმა მისი "ყველაზე გიჟური ოცნება“ იყო.

მისი თქმით, Miu Miu-სთან თანამშრომლობა 16 წლის ასაკში დაიწყო და მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ სწორედ ეს მოდის სახლი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის კაბას შექმნიდა.

ქორწილი ტოსკანური სტილის მამულში, Chateau Diter-ში გაიმართა. სასახლე მოიცავს 18 ლუქსს, იტალიურ ბაღებს, მარილიანი წყლის აუზს, შუა საუკუნეების მონასტერს, ღვინის სარდაფსა და ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს.
გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ სივრცის დაქირავების საწყისი ღირებულება 17 ათასი ფუნტი სტერლინგია, თუმცა დეკორაციებისა და დამატებითი მომსახურების გათვალისწინებით, საბოლოო ბიუჯეტი გაცილებით მაღალია.


მსოფლიო პოპულარობა კი ხუთი წლის ასაკში მოიპოვა, როდესაც Vogue Enfants-მა "მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად“ დაასახელა. მოგვიანებით, 2018 წელს, მან TC Candler-ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სახეების რეიტინგშიც პირველი ადგილი დაიკავა.