ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველამ მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ხვალ არის “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი.
რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან, ამ ბორდს მე ვუდგავარ სათავეში და ნანუკა არის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და არაპარტიული შემადგენლობა გვჭირდება იმისთვის, რათა გვერდიდან დავინახოთ მოძრაობაში განსახორციელებელი ცვლილებები და ზუსტი რეკომენდაციები დავდოთ, სუბიექტური მომენტების გარეშე.
ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველამ მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა, ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი.
“ნაციონალური მოძრაობა” ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის და იდეების დახმარებით (ბევრ რამეში ის ჩემს ადრეულ თავს მაგონებს) მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე”, - წერს სააკაშვილი.