ავტორი:

მორიგი თავდასხმა რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - რა დეტალებია ცნობილი

მორიგი თავდასხმა რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე - რა დეტალებია ცნობილი

რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • მედიის ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.

სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დილით დრონების საფრთხის შესახებ გამოაცხადა.

სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყოველწლიურად დაახლოებით 800 ათას ტონა ბენზინსა და 1.5 მილიონ ტონა დიზელის საწვავს აწარმოებს