სამეგრელოში 26 წლის ლანა ლატარიას გლოვობენ. ახლობლების ინფორმაციით, ქალი სეფსისით გარდაიცვალა. ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის მამა ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაში იბრძვის, საქართველოში ორი დღის წინ დაბრუნდა. გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაძარში ქალიშვილის დასვენების უფლება არ მისცეს, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
"ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ.
ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს.
დამირეკონ - მღვდელი ექვთიმე სარალიძე.
ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას", - წერს მოძღვარი.
