"ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას შორის "დინამო თბილისის" ბაზაზე დაძაბული საუბარი შედგა," - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გვერდი "GEO TEAM" ავრცელებს.
ამ მომენტისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დინამო თბილისის ხელმძღვანელობა.
როგორც "GEO TEAM" წერს, მწვრთნელის და ფეხბურთელის მრავალწლიანი ურთიერთობა, 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებში, ხოლო 2019-2022 წლებში "ანორთოსისში" დაიძაბა.