ტოკიოს ზოოპარკში სამი ლომი, სავარაუდოდ, მზის დარტყმისგან დაიღუპა, რამდენიმე ცხოველი კი მკურნალობას გადის - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზოპარკის წარმომადგენლები ავრცელებენ .
“სიცხისგან თავის დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებებს მივმართავთ: ვასხამთ წყალს, ვაუმჯობესებთ ვენტილაციას და ვამონტაჟებთ ლოკალურ კონდიციონერებს“ - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში
გასულ წელს იაპონიაში, ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, ბოლო კვირებში კი ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 40°C-ს მიაღწია, რის გამოც ათასობით ადამიანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 20-დან 26 ივლისამდე შუალედში მზის დარტყმის გამო ჰოსპიტალიზაცია 18,600-მდე ადამიანს დასჭირდა, საიდანაც 45 საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. იაპონიაში ყოველწლიურად სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის 1,300-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანა მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაანახევროს.