ავტორი:

გვატემალაზე ვულკანი "ფუეგო" ამოიფრქვა, ხელისუფლებამ მიმდებარე ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

გვატემალაზე  ვულკანი "ფუეგო" ამოიფრქვა, ხელისუფლებამ  მიმდებარე ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა

სამშაბათს, 4 ივლისს, გვატემალის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნულმა სააგენტომ (CONRED) ნარინჯისფერი განგაში გამოაცხადა და რამდენიმე დასახლებისთვის, რომლებიც აქტიური ვულკან "ფუეგოს" მახლობლად მდებარეობს, ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოსახლეობას ვულკანური ნაკადების ზონის მიღმა მოწყობილ დროებით თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკეტა სკოლები და დროებით შეჩერდა ზოგიერთი საწარმოს საქმიანობა.

ამასთან, ცნობისმოყვარე მოქალაქეები გააფრთხილეს, შეწყვიტონ მეზობელ ვულკანზე ასვლა ამოფრქვევის ვიდეოების გადასაღებად.

ფუეგო დედაქალაქ გვატემალადან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. მისმა ამოფრქვევამ ჰაერში ლავის, გაზისა და ფერფლის სვეტები 4 კილომეტრის სიმაღლეზე ასტყორცნა. CONRED -ს ცნობით, ფერფლის ღრუბლებმა ვულკანიდან დასავლეთით 60 კილომეტრის მანძილზე მიაღწია, რაც შესაძლოა ავიამიმოსვლის მნიშვნელოვანი შეფერხების მიზეზი გახდეს.

გვატემალის სეისმოლოგიისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვულკანის ამოფრქვევა “ყველაზე ინტენსიურ ფაზაში იმყოფება“.

წყარო