ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობა, რომელსაც ჩაქვში მატარებელი დაეჯახა

ცნობილია იმ მამაკაცის ვინაობა, რომელსაც ჩაქვში მატარებელი დაეჯახა

მამაკაცს, რომელსაც დაბა ჩაქვში მატარებელი დაეჯახა 35 წლის გიორგი დავითაძეა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.