ავტორი:

შოკისმომგვრელი აღმოჩენა - საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასობით ჭურვი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

შოკისმომგვრელი აღმოჩენა - საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასობით ჭურვი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

საფრანგეთის სოფელ ლე პორჟში (Le Porge) მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ასობით ჭურვი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

ივლისში, როდესაც საფრანგეთი ხანძრებს ებრძოდა და ცეცხლი დასახლებას მიუახლოვდა, სოფლის 3 500 მცხოვრების უმრავლესობა იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ხანძრის ჩასაქრობად ასობით მეხანძრე-მაშველი გაიგზავნა, თუმცა სტიქია წინა წლებთან შედარებით გაცილებით მძვინვარე და უმართავი აღმოჩნდა.

გადამწვარ დასახლებაში დაბრუნებისას ლე პორჟის ოფიციალურმა პირებმა შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელზე მეტი გავიდა, აფეთქებელი საბრძოლო მასალა მთელ კონტინენტზე კვლავინდებურად არის მიმოფანტული და მას ათწლეულების შემდეგაც ხშირად პოულობენ.

“გასულ კვირას ხანძრის შემდეგ აფეთქებების ხმა გაისმა, ადგილზე მივედით და ტერიტორიიდან 75 ჭურვი ამოვიღეთ“ - განუცხადა ორშაბათს ბორდოს განაღმვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, კომანდანტმა ფილიპ დელემოტმა ფრანგულ გამოცემა “France Info“-ს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ რჩებოდა ეს საბრძოლო მასალა ასე დიდხანს შეუმჩნეველი, თუმცა დელემოტის თქმით, სიცხემ მიწაში დამარხული რამდენიმე ჭურვის დეტონაცია გამოიწვია, რამაც სამართალდამცველებს მათ ადგილსამყოფელზე მიანიშნა. ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, ნაპოვნია როგორც გერმანული ისე ფრანგული ჭურვებიც და ის სავარუდოდ ომისდროინდელი პოლიგონებიდან ან სამარხებიდან უნდა იყოს.

მოსახლეობის უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორია სასწრაფოდ დახურა. დელემოტის განმარტებით, აფეთქების შემთხვევაში “სასიკვდილო ნამსხვრევები“ შესაძლოა რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში გაფანტულიყო.

წყარო