"სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეკლესიას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისთვის არასდროს დაუწესებია რაიმე სახის შეზღუდვა და ამ თემაზე გავრცელებული შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინტერპრეტაციები რეალობას აცდენილია და საბოლოოდ ფაქტები თავად გასცემს ყველა კითხვას პასუხს. დეკანოზმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეკლესიის სახელით მსგავსი აკრძალვა ან შეზღუდვა არასდროს დაწესებულა.

"სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა. არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის,“ - ამბობს „ფორმულასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ზაალ ლატარიას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი გაერდაეცვალა, დაწერა, რომ ეკლესიაში მის დასვენებაზე უარი უთხრეს.