"ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე..." - ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია განცხადებას ავრცელებს

"ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე..." - ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია განცხადებას ავრცელებს

სამეგრელოში 26 წლის ლანა ლატარიას გლოვობენ. ახლობლების ინფორმაციით, ქალი სეფსისით გარდაიცვალა. ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის მამა ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაში ბრძოლებს, საქართველოში ორი დღის წინ დაბრუნდა. გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაძარში ქალიშვილის დასვენების უფლება არ მისცეს, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

განცხადებაში წერია, რომ ეკლესიისა და მეუფის მისამართით გამოთქმული აგრესია და შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.

"გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს...​პირველ რიგში, უდიდეს თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს. შვილის დაკარგვა გაუნელებელი ტკივილია და უფალმა მისცეს ოჯახს სულიერი ძალა ამ უმძიმესი განსაცდელის გადასატანად.

​მეორე მხრივ, უდიდესი შეცდომაა ის აგრესია და ლანძღვა, რაც ეკლესიისა და მეუფის მისამართით წამოვიდა.​ეკლესიას აქვს საუკუნოვანი ტრადიცა, წესი და კანონები, რომელთაც სასულიერო პირი საკუთარი სურვილით ვერ შეცვლის. ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე, როგორც ამას უსაფუძვლოდ წარმოაჩენენ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი.ეკლესიისგან იმის მოთხოვნა, რომ საკუთარ სწავლებას გადაუხვიოს, უბრალოდ არასწორია.​ მედია სივრცეში თუ სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებითა და ცილისწამებით გარდაცვლილის სულს ვერაფრით დავეხმარებით. თუ მართლა გვინდა თანადგომა, სოციალურ ქსელებში აგრესიის ფრქვევას სჯობს, ყველამ, ვისაც გული შესტკივა, ვილოცოთ მისი სულისთვის და ღმერთს წყალობა ვთხოვოთ.​ღმერთმა გააძლიეროს ოჯახი ამ უდიდეს განსაცდელში და მოგვცეს ყველას გონიერება და სიბრძნე, რათა სწორად განვსაჯოთ ასეთი სენსიტიური საკითხები და ვიყოთ მეტად წინდახედულები. მრავალჟამიერ თქვენს მწყემსთავრობას მეუფეო," - წერია განცხადებაში.