ავტორი:

14 გარდაცვლილი, 22 დაშავებული, მასშტაბური ხანძარი - რუსეთმა კიევზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა

14 გარდაცვლილი, 22 დაშავებული, მასშტაბური ხანძარი - რუსეთმა კიევზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 14 და დაშავდა 22 ადამიანი. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში საწყობები იწვის.

"ხანძარი საწყობებში დიდ ფართობზე გაჩნდა. გოლოსიევსკის რაიონში ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

ამასთან, გოლოსიევსკის რაიონში სამუშაოები ასევე გრძელდება ამიაკის გაჟონვის ადგილზე. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 300 ლიტრი ნივთიერების შემცველი ავზი. მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.