ავტორი:

"4 დღე უწყლოდ და უპუროდ გაატარეს, მათ სიცოცხლე დავუბრუნეთ" - ქართველი მეზღვაური წერს, რომ 36 მიგრანტი, მათ შორის, ორსული გოგონა გადაარჩინა

"4 დღე უწყლოდ და უპუროდ გაატარეს, მათ სიცოცხლე დავუბრუნეთ" - ქართველი მეზღვაური წერს, რომ 36 მიგრანტი, მათ შორის, ორსული გოგონა გადაარჩინა

ქართველი მეზღვაური, დავით ფანცულაია წერს, რომ მან, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად, მიგრანტები, 36 ადამიანი გადაარჩინა.

"36-მა ადამიანმა, საიდანაც 1 ფეხმძიმე 20 წლის გოგოა, სამხრეთ სუდანიდან და მიგრანტად უნდოდათ ევროპაში მოხვედრა, 4 დღე უწყლოდ და უპუროდ გაატარა, ვინაიდან კატარღა გაუჩერდათ შუა ხმელთაშუა ზღვაში.

22-მა გემმა აუარა და ჩაუარა, როგორც მათ თქვეს... არავის აზრად არ გასჩენია სურვილი, გადაერჩინათ.

დღეს კი მე, ჩემმა გემმა მათ სიცოცხლე დავუბრუნდეთ.

მე კი ამაყად ვიტყვი რომ სამაშველო ოპერაციების ხელმძღვანელი მე ვიყავი, რომელიც გემის სამაშველო კატარღით მათ მიუახლოვდა, ჩაიბა და გემამდე მოიყვანა", - წერს დავით ფანცულაია.