დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის ტულას ოლქში Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრესსამსახურმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ საწყობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ტულას ოლქის გუბერნატორის დიმიტრი მილაევის ცნობით, Wildberries-ის საწყობზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.