ავტორი:

იტალიაში ქალმა, ლატარიის ბილეთი, რომელმაც 1 მლნ მოიგო, შემთხვევით ნაგავში გადააგდო - ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის მანქანაში იპოვეს

იტალიაში ქალმა, ლატარიის ბილეთი, რომელმაც 1 მლნ მოიგო, შემთხვევით ნაგავში გადააგდო - ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის მანქანაში იპოვეს

იტალიაში ქალმა 1 მილიონი ევროს მომგები ლატარიის ბილეთი შემთხვევით ნაგავში გადააგდო, შემდეგ კი მისი პოვნა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით შეძლო. ამის შესახებ ქვეყნის სამხრეთ რეგიონ პულიაში მოქმედმა ნარჩენების მართვის კომპანიამ განაცხადა.

  • იტალიური კომპანია SANB-ის დირექტორის, რობერტო ნიკოლა ტოსკანოს თქმით, ბილეთი სრულიად უვნებლად იპოვეს ნაგვის მანქანაში ნარჩენების საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ.

ტოსკანომ განმარტა, რომ გამარჯვებული ქალი კვირას, გათამაშების შემდეგ, ადგილობრივ მაღაზიაში მივიდა ბილეთის შესამოწმებლად, თუმცა აპარატმა აჩვენა, რომ ბილეთი თანხას ვერ გასცემდა, ქალს ეგონა, რომ ვერაფერი მოიგო, თუმცა რეალურად, მთავარი ჯეკპოტი მისი იყო.

"ის ყოველთვის ერთსა და იმავე ციფრებს ირჩევდა, რადგან ისინი მისთვის ძვირფას ადამიანთან იყო დაკავშირებული", - თქვა ტოსკანომ.

  • სახლში დაბრუნების შემდეგ ოჯახის წევრმა უთხრა, რომ სწორედ მისი საყვარელი ნომრები აღმოჩნდა გამარჯვებული, თუმცა ქალს ბილეთი უკვე გადაგდებული ჰქონდა, ხოლო ნარჩენებიც გატანილი იყო.

ამის შემდეგ ქალმა დახმარებისთვის ტოსკანოს მიმართა.

"ვცადეთ ბილეთის გადაადგილების მთელი მარშრუტის აღდგენა, თუმცა მისი პოვნის იმედი თითქმის აღარ გვქონდა, რადგან ნაგავი უკვე სპეციალურ მანქანას ჰქონდა გატანილი", - აღნიშნა მან.

თუმცა იღბალმა ამჯერადაც გაუღიმათ - მათ შეძლეს იმ კონკრეტული ნაგვის მანქანის იდენტიფიცირება და მისი გაჩერება.

  • იმის გამო, რომ ნარჩენებში შესაძლოა საშიში მასალებიც ყოფილიყო, მანქანა სპეციალიზებულ კომპანიაში გადაიყვანეს, რომელსაც მსგავსი ძებნის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდა.

მუშები ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ბილეთს. მათ არაერთი ლატარიის ბილეთი და მისი ნაწილები იპოვეს.

"მათ შორის იყო სწორედ ის ბილეთიც, რომელსაც ვეძებდით. ის სასწაულებრივად მთლიანად იყო შემორჩენილი", - თქვა ტოსკანომ.

როდესაც გამარჯვებულ ქალს შეატყობინეს, რომ ბილეთი ნაპოვნი იყო, ემოციებისგან ატირდა. "სიამოვნებით ჩავეხუტებოდი, მაგრამ ტელეფონით ვსაუბრობდით", - “, იხსენებს ტოსკანო.