ავტორი:

გლობალური დათბობის პირობებში, დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა - რას ამბობენ მეცნიერები

გლობალური დათბობის პირობებში, დედამიწაზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა,  -84 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა - რას ამბობენ მეცნიერები

ანტარქტიდაში, კონკორდიის კვლევით სადგურზე, დედამიწაზე ბოლო 14 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. 18 ივლისს ჰაერის ტემპერატურამ -84.1°C-ს (-119.4°F) მიაღწია.

მეცნიერების ინფორმაციით, რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი ღამის საათებში ორჯერ დაფიქსირდა - ადგილობრივი დროით 06:25 და 06:34 საათზე.

კონკორდიის კვლევითი სადგური ანტარქტიდის შიდა ნაწილში მდებარეობს - სანაპიროდან დაახლოებით 600 მილის დაშორებით და ზღვის დონიდან 10 500 ფუტის სიმაღლეზე. ზამთრის პერიოდში, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, იქ ტემპერატურა ხშირად ეცემა -112°F-ზე (-80°C) დაბლა, თუმცა წელს ივლისის მაჩვენებელი ჩვეულებრივზე გაცილებით ცივი აღმოჩნდა.

  • კონკორდიის სადგურის ხელმძღვანელის, გაბრიელე კარუგატის განცხადებით, ასეთი ძლიერი სიცივე ანტარქტიდის კლიმატისთვის დამახასიათებელია. მისი თქმით, ზამთარში რეგიონში თვეების განმავლობაში მზე საერთოდ არ ჩანს, ატმოსფერო ძალიან მშრალი და სტაბილურია, ხოლო მოწმენდილი ცის პირობებში დედამიწის ზედაპირიდან სითბო სწრაფად იკარგება.

"მინუს 84 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა იმ ადგილშიც კი, სადაც ასეთი სიცივე მოსალოდნელია, განსაკუთრებული მოვლენაა“, - აღნიშნა კარუგატიმ.

კონკორდია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული კვლევითი ადგილია. ზამთარში იქ თვითმფრინავით გადაადგილება შეუძლებელია, ხოლო უახლოესი სადგური, ვოსტოკი ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კონკორდიაში მყოფი მკვლევრები ზოგჯერ უფრო იზოლირებულ პირობებში მუშაობენ, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები.

კონკორდიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურის რეკორდი 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მაჩვენებელმა -120.5°F-ს (-84,72°C) მიაღწია. ხოლო დედამიწაზე ოფიციალურად დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1983 წელს, ვოსტოკის სადგურზე, -128.6°F (-89,22°C) იყო.

მეცნიერების თქმით, სატელიტური მონაცემები მიუთითებს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს და -144°F-მდეც (-97,78°C) დაეცეს. ასეთი უკიდურესი სიცივეები ძირითადად ყინულის საფარის ზედა ნაწილში არსებულ მცირე ჩაღრმავებებში ფიქსირდება, სადაც ცივი ჰაერი გროვდება. (-97 გრადუსი)

წყარო