ზოგჯერ ცხოვრებისეული გარდატეხები სრულიად მოულოდნელად, შორს, სახლიდან ასობით კილომეტრის დაშორებით ხდება. ბათუმელმა ვალერია გურგენაძემ, რომელიც უკვე გარკვეული ხანია თურქეთში, გელიბოლუს ზღვის პროდუქტების საწარმოში მუშაობს, საკუთარ ცხოვრებაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა - წერს ადგილობრივი თურქული მედია.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ნაბიჯი პირად ცხოვრებაში დაგეგმილ სიახლეს დაემთხვა. ვალერია-ლეილა დაქორწინებას აპირებს, თუმცა რწმენის შეცვლა ქორწილამდე, სრულიად დამოუკიდებლად გადაწყვიტა:

"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არ ყოფილა ემოციური ან უეცარი ნაბიჯი - დიდხანს ვსწავლობდი ამ საკითხს. გადავწყვიტე, ოჯახის შექმნამდე მიმეღო ეს გადაწყვეტილება. სხვათა შორის, ჩემი მომავალი მეუღლისთვის ეს ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა,“ - ამბობს ქალი.
რიტუალის დასრულების შემდეგ მას შესაბამისი მოწმობა და ყურანი გადასცეს. ასე დაიწყო ბათუმელი გოგოს ახალი ისტორია თურქეთის პატარა ზღვისპირა ქალაქში - უკვე ლეილას სახელით - ვკითხულობთ თურქულ მედიაში.