გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული “ანტონოვის” სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად აღმოჩენილი დრონი აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით, - ინფორმაციას მედია საშუალებები უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
"ინფორმირებული ვართ ინციდენტის შესახებ, რომლის გამოძიებასაც გერმანიის ხელისუფლება აგრძელებს“, - განაცხადა მან მედიასთან საუბარში.
მანამდე, გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის სამგზავრო თვითმფრინავი, გადამისამართდა მას შემდეგ, რაც ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტთან ახლოს უცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ასაფრენ ბილიკთან საეჭვო ნივთი იპოვეს.
საქმეზე გამოძიება ადგილობრივმა პოლიციამ გერმანიის ფედერალურ პოლიციასთან თანამშრომლობით დაიწყო.