ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართული დაჯგუფებების ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დაჯგუფება „ცენტრი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაერთია, რომელიც რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლების“ ამოცანებს ასრულებს.
ამასთან, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ სარდლის მოვალეობის შემსრულებლად პიოტრ ბოლგარევი დაინიშნა, უპილოტო სისტემების ჯარებს დენის ლიამინი ჩაუდგება სათავეში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ზურგის უზრუნველყოფის ყველა სამსახურს კი ვალერი სოლოდჩუკი უხელმძღვანელებს.