ავტორი:

"სკოლის ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი" - გივი მიქანაძე

"სკოლის ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი" - გივი მიქანაძე

1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია - იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში არიან ბანკებთან, რომელთაც გარკვეული შემოთავაზებები ექნებათ საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით.

"1-ელი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების რეალიზაცია. უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული იმ პროცესზე, რომელიც ფორმების რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. იქნება როგორც საცალო, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. ამისთვის, შემუშავებულია სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ ბანკებთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით, ესეც იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. მაგალითად, კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში, რა შეღავათები შესაძლოა გაითვალისწინოს ბანკმა შემძენ პირთან მიმართებაში“, - აღნიშნა მიქანაძემ.