"დააჯარიმებენ, მშობლის უფლებას ჩამოართმევენ, თუ როგორც ყველას და ყველაფრისთვის, მშობლებსაც დაიჭერენ? არ ჩააცმევს კი არა, ვერ ჩააცმევს" - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია განათლების მინისტრის განცხადებას

"დააჯარიმებენ, მშობლის უფლებას ჩამოართმევენ, თუ როგორც ყველას და ყველაფრისთვის, მშობლებსაც დაიჭერენ? არ ჩააცმევს კი არა, ვერ ჩააცმევს" - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია განათლების მინისტრის განცხადებას

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ბავშვს სასკოლო ფორმას არ ჩააცმევს, შესაძლოა შესაბამისი მექანიზმები ამოქმედდეს, სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

განცხადებას გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია.

მისი თქმით, მშობლის მიმართ გარკვეული მექანიზმის ამოქმედებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ოჯახების მძიმე სოციალური მდგომარეობა. მისი შეფასებით, პრობლემა ხშირად არა მშობლების სურვილის არქონა, არამედ ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობაა.

"დააჯარიმებენ, მშობლის უფლებას ჩამოართმევენ, თუ როგორც ყველას და ყველაფრისთვის, მშობლებსაც დაიჭერენ? არ ჩააცმევს კი არა, ვერ ჩააცმევს, ვეერრრ! არ აქვთ თქვენს მიერ გაღარიბებულ ქართველებს წყალში გადასაყრელი 200 ლარი!“ – წერს ნიკა გვარამია.