ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში  - არიან დაშავებულები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.შემთხვევა რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.