სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი ზაალ გელაშვილი ღირსეულად და დიდი პასუხისმგებლობით ემსახურებოდა სამცხე-ჯავახეთის მხარესა და საქართველოს. მისი პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და საქმისადმი ერთგულება სამუდამოდ დარჩება ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების მეხსიერებაში.
ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ ბატონი ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ვიზიარებთ ამ უმძიმეს ტკივილს და ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.