თბილისში უნგრელი ჟურნალისტი დააკავეს - რა გახდა მისი დაკავების მიზეზი: რას ამბობს ადვოკატი?

თბილისში უნგრელი ჟურნალისტი დააკავეს - რა გახდა მისი დაკავების მიზეზი: რას ამბობს ადვოკატი?

თბილისში უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს.

როგორც მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ადვოკატის თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, შესაბამისად, მისთვის დაზუსტებით უცნობია, რა გახდა უშაულოდ დაკავების მიზეზი. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, დაკავება ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევას უკავშირდება.

მანამდე ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატმა მარიკა არევაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.