12 წლის წინ გაუჩინარებული 17 წლის მოზარდის საქმეზე დაზარალებული ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ყოველდღიურად ახალ სირთულეებს აწყდება. ამის შესახებ უფლებადამცველმა "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, მას ჰქონდა მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც პასუხები, როგორც საზოგადოების, ისე გამოძიების ინტერესებისთვის აუცილებელია. ადვოკატი ამბობს, რომ მამიდის მხრიდან ინფორმაციის მიწოდებაზე უარი საზოგადოებაში დამატებით კითხვებსა და ეჭვებს აჩენს.
"რამდენიმე დღეა, რაც ჩავერთე აღნიშნულ საქმეში და ყოველ დღე ვაწყდები ახალ-ახალ სირთულეებს, სიურპრიზებს. ვხედავ, რომ ყველაზე მეტად ის ადამიანები აიგნორებენ ჩვენს თხოვნას, რომ დაგვეხმარონ და მოგვაწოდონ მეტი ინფორმაცია, ვის ინტერესშიც ყველაზე მეტად უნდა იყოს აღნიშნული საქმის გახსნა.
ამ შემთხვევაში, მე ვისაუბრე, მხოლოდდამხოლოდ მამიდასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ბევრი სხვა მიმართულებით და ვხედავ, რომ ადამიანები, ნამდვილად არ არიან დაინტერესებულები იმით, რომ ეს საქმე გაიხსნას და პასუხი გაეცეს კითხვას - სად არის ის ბავშვი, რომელიც 12 წლის უკან გაუჩინარდა.
აღნიშულ პრობლემებს წავაწყდით როგორც სამართალდამცავ ორგანოსთან ურთიერთობის დროს, ასევე იმ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც, რომელბიც ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაინტერესბულნი საქმის გახსნით.
არ ვაპირებ კარტების გახსნას და ყველა ინფორმაციის წინასწარ მოწოდებას, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა ჩემი ფეისბუქ პოსტი, ეხებოდა მამიდის საქციელს, რომელსაც რამდენიმე დღეა ვთხოვ შეხვედრას. უკვე თითქმის შეთანხმებულები ვიყავით შეხვედრასთან დაკავშირებით. ვიცოდი, რომ დღეს უნდა შევხვედროდი. ისიც იცოდა მან, რომ მე მნიშვნელოვანი შეკითხვები მქონდა.
მაქვს მნიშვნელოვანი კითხვები. ის კითხვები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და დამატებით ის კითხვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის. ვფიქრობ, თავად მამიდის ინტერესში უნდა იყოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ ვხედავ რომ აღნიშნული ქალბატონი უარს აცხადებს ჩემთან შეხვედრაზე და უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე.
რა თქმა უნდა ეს საზოგადოებაში აჩენს უამრავი კითხვის ნიშნას, უამრავ ეჭვს და მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ეჭვი და ვარაუდი, რომელიც გაუჩნდა საზოგადოებას აღნიშულ ქალბატონთან დაკავშირებით, არის ლეგიტიმური. ყველა ეჭვს და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება მანამ, სანამა არ დავინახავ, რომ ეს ადამიანი და ასევე სხვა ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომელებიც იქ იმყოფებოდნენ, როდესაც დაიკარგა 17 წლის ბავშვი, არ მიაწვდიან გამოძიებას სწორ ინფორმაციას" - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
მისი შეფასებით, საქმეზე წლების განმავლობაში ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ 12 წლის განმავლობაში გამოძიება ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა, რის გამოც ობიექტური მტკიცებულებების მოძიება დღეს გაცილებით რთულია. ის ასევე აცხადებს, რომ იმ პირების ნაწილი, რომლებიც მოზარდის გაუჩინარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ, სიმართლეს სრულად არ ამბობენ და შესაძლოა გარკვეულ ინფორმაციას მალავდნენ.
ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოების მუშაობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქმის ირგვლივ არაერთი საეჭვო გარემოებაა. მისივე თქმით, არსებობს შემთხვევა, როდესაც გამომძიებელი, რომელიც, ოჯახის ინფორმაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეზე მუშაობდა, მოგვიანებით დაზარალებულის დედასთან საუბარში უარყოფდა, რომ ოდესმე ამ საქმის გამომძიებელი ყოფილიყო.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალების გასაჯაროებას ჯერჯერობით არ აპირებს.
"სამწუხაროდ საგამოძიებო ორგანოს არ აქვს ჩატარებული ექფექტურად საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და მეტსაც გეტყვით, აღნიშნული ბავშვების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ჩანს და ვხედავ, არ არის გულწრფელი. ჩნდება ვარაუდი, რომ ეს ბავშები ძალიან ბევრ რამეს მალავენ და ჩვენი მიზანი არის, რომ ფარდა ავხადოთ ყველა იმ საითხს, რაც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
მინდა შეგახსენოთ, რომ 12 წლის განმავლობაში არათუ საქმის გამოძიება არ ჩატარებულა ნორმალურად, არამედ ფაქტობრივად მიმდინარეობდა საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. როდესაც 12 წლის განმავლობაში არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, უკვე ძალიან რთულია რეალურად შეკრიბო ობიექტური მტკიცებულებები. მითუმეტეს, როდესაც არ თანამშრომლობენ ფაქტობრივად ის ადამიანები, რომელბიც იმყოფებოდნენ კონკრეტულ ადგილზე. ხედავთ მამიდაც კი ძალიან საეჭვოდ იქცევა და ისიც კი უარს ამბობს ადვოკატთან შერხვედრაზე.
წესით და რიგით, თუ ეს ადამიანი გულწრფელია და თუ მას ნამდვილად გული სტკივა, რომ მისი ძმიშვილი დაიკარგა, თვითონ უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული რომ შემხვდეს, თვითონ უნდა მთხოვდეს შეხვედრას, თვითონ უნდა მისვმადეს კითხვებს და თვითოი უნდა იყოს დაინტერსებული რომ ჭეშმარიტება დადგინდეს.
მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე წინასწარ ამ ყველაფრის გაჭღერებას არ ვაპირებ. მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს ვინ 12 წლის განმავლობაში მალავს სიმართლეს რომ გამოვიდნენ, კეთილი ინებონ და სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოს. კი ნუ დაიმალებიან, არამედ ჩვენთან ითანამშრომლონ, ვინაიდან, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა, აუცილებლად დადგინდება და მათივე სამართლებრივი მდგომარეობისთვის აჯობებს რომ ნუ დამალავენ სიმართლეს და შეცდომაში ნუ შეიყვნანენ გამოზიებას.
რაც შეეხება მამიდან, წარმოიდგინეთ, მოცემულობა, როდესაც მამიდა ბავშვის გაუჩინარებიდან დაახლოებიტ 4-5 დღეში წერს პოსტს და ფაქტობრივად გამოიგლოვა ეს ბავშვი და ამბობს, სხვადასხვა ინტერვიუებში ჩემი ინფორმაციით, თითქოს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა ბავშვს. მაგრამ მე მაქვს ასევე ინფორმაცია რომ მის მიერ გაჭღერებული სხვადასხვა ინფორმაცია მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მიმართ, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. ასე რომ ჩემი კითხვები, რომელიც მე ამ ქალბატონის მიმართ მქონდა არის აბსოლიტურად ლეგიტიმური. მე ხელს არავის ვადებ, დაუშვებელია ვინმეს რაიმე სახის დანაშაული დააბრალო უტყუარი მტკიცებულებების გარშე მაგრამ ამ ქალბატონის ქმდებები, სხვა არერთი პირის ქმედებები ბადებს ეჭვებს. ასევე საგამოძიებო ორგანოს უმოქმედობა, კონკრეტულად საქმეზე მომუშავე გამომძიებლების უმოქმედობა აჩენს ეჭვებს, ვინმეს ხომ არ მფარველობენ.
მე ერთ ფაქტს მოგიყვებით - გამომძიებელი, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში ჩემი ინფორმაციით მუშაობდა ამ საქმეზე, ხვდებოდა დედას, ქალბატონ სოფიოს, ეუბნებიან, რომ გამომძიებელი შეიცვალა. ამ ძველ გამომძიებელს ქალბატონი სოფიო ხვდება სრულიად შემთხვევით და უნდა რომ გარკვეული კითხვები დაუსვას, ეს პიროვნება კი ეუბნება, რომ ის არასდროს ყოფილა ამ საქმის გამომძიებელი და მას წარმოდგენაც კი არ აქვს.," - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
ადვოკატი მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია აქვს, ან წლების განმავლობაში დუმდა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
"ძალიან ბევრი საეჭვო დეტალები იმალება, ვმუშობთ, საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურში," - ამბობს ადვოკატი.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე რამდენიმე დღის წინ ჩაერთო.