70 წელზე მეტი ხნის შემდეგ ყაზახეთმა ვეფხვი პირველად გაუშვა ველურ ბუნებაში. ქვეყნის ხელისუფლება ამ მოვლენას ისტორიულ ნაბიჯად აფასებს, რომელიც ვეფხვების ისტორიულ არეალში დაბრუნებისა და რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის მრავალწლიანი პროგრამის ნაწილია.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/WC5Xx8BmeWY?si=bg1PHBqgoDsnIpKD" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
ვეფხვი ყაზახეთის ტერიტორიიდან 1948 წელს გაქრა. მისი დაბრუნებისთვის ქვეყანამ ათ წელზე მეტი იმუშავა. ამ პერიოდში განხორციელდა ეკოსისტემის აღდგენის ფართომასშტაბიანი პროექტები, მათ შორის ველური ბუნების დაცვა, ჩლიქოსანი ცხოველების პოპულაციის გაზრდა, ტყის ეკოსისტემების აღდგენა და ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.