ავტორი:

ბაქომ საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატური ნოტა გაუგზავნა - მიზეზი აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთოების საზღვარზე შეფერხებაა: დეტალები

ბაქომ საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატური ნოტა გაუგზავნა - მიზეზი აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთოების საზღვარზე შეფერხებაა: დეტალები

აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაიგზავნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Report-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უკვე რამდენიმე დღეა აყოვნებენ, რაზეც ოფიციალური ახსნა-განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განმარტების მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

აზერბაიჯანელი მძღოლების განცხადებით, დიდი ხნით მოცდა ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე, თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში უწევთ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ გამოცემას აცნობა, რომ ინციდენტი კონტროლის ქვეშ არის და საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.

ასევე, აზერბაიჯანის საელჩოს ცნობით, ვითარებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად იკვლევენ.