"ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტები ხელის გულზე ატარა არაერთი წელი! ხომ არ იცით რატომ?! იქნებ იმიტომ რომ თავად დაუკვეთეს?!" - ნიკო კვარაცხელიას დედა განცხადებას ავრცელებს

"ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტები ხელის გულზე ატარა არაერთი წელი! ხომ არ იცით რატომ?! იქნებ იმიტომ რომ თავად დაუკვეთეს?!" - ნიკო კვარაცხელიას დედა განცხადებას ავრცელებს

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, არ განიკითხონ შვილდაკარგული მშობლები.

მისი თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა იმ სისტემას ეკისრება, რომელმაც, მისი შეფასებით, პრობლემური ახალგაზრდების არსებობის შესახებ იცოდა, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

განცხადებაში ის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესაც ეხება და მძიმე ბრალდებებს აჟღერებს.

განცხადების ბოლოს ის მხარდაჭერას უცხადებს ეკა კუპატაძე.

"მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა და არაფერი გააკეთა მათ სწორ გზაზე დასაყენებლად…

მეტსაც გეტყვით პირადი ტრაგედიიდან, ნიკო კვარაცხელიას საქმის ფიგურანტები ხელის გულზე ატარა არაერთი წელი!!!! ხომ არ იცით რატომ?! იქნებ იმიტომ რომ თავად დაუკვეთეს?!

ასეა ეს!!! არ გამოიძია დროულად და ყველაფერი გააკეთა ჩასაფარცხად!!!!

შვილის სიცოცხლე არ იყიდება!!! ვერ შევეგუები უსამართლობას!!! მაგრამ მხოლოდ კანონის ფარგლებში!!! ამიტომ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი შესაბამისმა ორგანოებმა!!!!

ქალბატონ ეკას ვუსურვებ ისევ და ისევ გაძლებას, გიგას სახელის უკვდავსაყოფად...

ჩახედეთ ჩემს ნიკოს თვალებში და ისე გააგრძელეთ საქმე!“ – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.